ახალი ამბები

ხვალ თესაუში “ჟურნალისტიკის” სახელმძღვანელო წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

ხვალ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,“ჟურნალისტიკის” სახელმძღვანელო წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. თესაუს სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და დამსწრე საზოგადოებას სახელმძღვანელოს ავტორი შეხვდება და დასმულ შეკითხვებს უპასუხებს. “ჟურნალისტიკას” 13 ავტორი ჰყავს, ესენი არიან: მარინე დარსაველიძე, ხათუნა კაჭარავა, ელზა ლომიძე, მარინე ლომიძე, მაგდა მემანიშვილი, თეა მჟავანაძე, ნატო ონიანი, ნინო ჭალაგანიძე, ლალი ძამუკაშვილი.  “ჟურნალისტიკის” ავტორთა ჯგუფიდან ორი ავტორი თელავის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. ხვალინდელ პრეზენტაციას წარუძღვებიან სახელმძღვანელოს ავტორები, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორები მარინე ვეკუა, დალი ჩიკვილაძე და ლაურა კუტუბიძე. ღონისძიება, თესაუს მცირე სააქტო დარბაზში 12:00 საათზე დაიწყება.