ახალი ამბები

დედოფლისწყაროში უბედურ შემთხვევას 29 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, ტუხაშვილის ქვიშიდან გამოიყვანეს შემთხვევიდან ნახევარ საათში, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
შემთხვევაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
გარდაცვლილი გადასვენებულია ლევან სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის გურჯაანის ბიუროში. გამოძიებას დედოფლისწყაროს რაიონული პოლიცია აწარმოებს.