ახალი ამბები

კახეთში მეორადი ღვინო აღარ იწარმოება

 2015 წლის 1 იანვრიდან რესტორნებში ღვინოზე კონტროლი გამკაცრდება, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.

 ყურძნის უკვე გამოწურული წვენის მიღების შემდეგ მცირე მეწარმეები ყურძნის ნარჩენებს ყიდულობდნენ და ფალსიფიკაციის გზით მეორად ღვინოს აწარმოებდნენ.

 ამავე დროს ჭაჭის გაყიდვის შემთხვევაში ქარხნები მკაცრად არიან გაფრხილებულნი, რომ  მათ მაღალი ჯარიმები არ აცდებათ. 

ღვინის დამზადების ყველაზე ცხელ პერიოდში მინისტრის განცახდება იმას ნიშნავს, რომ მწარმოებლები ღვინის ხარისხს უფრო მეტი პასუხისმგბლობით უნდა მოეკიდონ.

 “ეს ემსახურება დარგის კიდევ უფრო გაძლიერებას, პოპულარიზაციას. სოფლის მეურნეობაში ეს დარგი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტალურად განვითარებული “, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

 ღვინის კომპანიებში ყურძნის მიღებისას სახელმწიფო კონტროლი სახეზეა. ყურძენს ქარხნები ადგილწარმოშობის ზონების მიხედვით იბარებენ და ინფორმაციას სამინისტროს აწვდიან.  

დანელია აცხადებს, რომ ჭაჭის კონტროლით უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ ყველა ღვინო იყოს ნამდვილი.