დედოფლისწყაროს მერია – სოფელ სამრეკლოს საბავშვო ბაღის კეთილმოწყობა იგეგმება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ სამრეკლოს საბავშვო ბაღის კეთილმოწყობა იგეგმება. უწყების ცნობით, პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა სოლომონ პავლიაშვილმა, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დედპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა და დედოფლიუსწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა სოფელ სამრეკლოს მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართეს.
,,სოფლის მოსახლეობამ წამოაყენა საბავშვო ბაღის კეთილმოწყობის საკითხი. გარდა ამისა, მათ სოფლის სასაფლაოს გაფართოება-შემოღობვა, ძველი აბანოს კეთილმოწყობა და ჭირხლის წყლის გზების მოხრეშვაც მოითხოვეს. მოსახლეობის მიერ დასახელებული პრობლემები აუცილებლად მოგვარდება”, – აცხადებენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში.
ნიკოლოზ ესიტაშვილი