მედია ცენტრი კახეთი

მედია ცენტრი კახეთი

ლაგოდეხის ტყეებში ენდემური სახეობის მცენარეები იზრდება

ლაგოდეხის დაცულ ტეროტირიებში მრავალი სახეობის მცენარე იზრდება, მათ შორის ენდემური მცენარეები როგორებიც არის: ლაგოდეხისა და მლოკოსევიჩის იორდასალამები, თეთრყვავილები და სხვა.
ენდემური მცენარეები მხოლოდ ამა თუ იმ არეალისთვის დამახასიათებელი მცენარეთა სახეობებია.

Read More
მედია ცენტრი კახეთი

კახეთის ისტორია

კახეთი — ისტორიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრის ქვემო წელი), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო). უძველეს დროს კახეთი გაცილებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა (მდინარე ივრის ზემო წელი თიანეთსა და უჯარმას შორის). ცენტრი ჩელეთი (ჟალეთი). IV საუკუნიდან — უჯარმა. კახეთზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო დროთა ვითარებაში თავდაპირველი კახეთის გარშემო გაერთიანდა მომიჯნავე პოლიტიკური ერთეულები. ადრინდელი ფეოდალურ ხანაში კახეთი უკვე ერწო-თიანეთისა და თუშხევსურეთის ტერიტორიასაც მოიცავდა. VIII საუკუნის ბოლოს კახეთის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე კუხეთი და ჰერეთის ტერიტორიის ნაწილი (XV საუკუნიდან კი მთელი ჰერეთი). XI საუკუნიდან კახეთის პოლიტიკური ცენტრი თელავი, XV საუკუნიდან — გრემი.

Read More