თელავის ბიუჯეტიდან დასუფთავების ღონისძიებები 833 000 ლარით დაფინანსდა
თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან დასუფთავების ღონისძიებებზე 833 000 ლარი დაიხარჯება.
როგორც თელავის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული თანხა სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნაეჩენების გატანას, ქალაქის ტერიტორიის დასუფთავებასა და საინფორმაციო ბანერების მოწყობას მოხმარდება.
,,წლევანდელი ბიუჯეტიდან დასუფთავების ღონისძიებებისთვის 833 000 ლარი გამოიყო, საიდანაც, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანასა და ქალაქის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების ღონისძიებებისთვის 830 000 ლარი დაიხაჯება. გარდა ამისა, ამ თანხაში გათვალისწინებულია საინფორმაციო ბანერების მოწყობა, რისთვისაც 3 000 ლარია გათვალისწინებული”,- აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.