არჩევნებიახალი ამბები

თელავის მერის პროკურატურაში დაბარება არ დასტურდება

თელავის მუნიციპალიტეტის მერის პროკურატურაში დაბარების შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება. როგორც knews.ge-ს შოთა ნარეკლიშვილმა განუცხადა, ის ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და გავრცელებული ინფორმაციის შესახებ მედიიდან გაიგო.
“გუშინაც და დღესაც ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობ. ვერ გეტყვით, რის საფუძველზე გავრცელდა ეს ინფორმაცია. პროკურატურაში ნამდვილად არ ვყოფილვარ დაბარებული”, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
თელავის მერის დაბარებას უარყოფენ საქართველოს მთავარ პროკურატურაშიც.
შოთა ნარეკლიშვილის საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე დაბარების შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო “2020news.ge”-მ გაავრცელა.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი