ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ქიზიყის მოსახლეობას შეხვდა

ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანიის კახეთის კვირეული  ქიზიყელებთან შეხვედრით დაასრულა.  „ეს არის ყიზიხი, თავისუფალი, დამოუკიდებელი და სიმართლის მთქმელი ხალხი და რეგიონი. მე ძალიან თავისუფლად ვგრძნობ თავს აქა,” – თქვა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, სიღნაღში, ქიზიყში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვიზიტის დროს.

დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა   აღნიშნა, რომ  ამომრჩევლებს ტყუილ დაპირებებს არ მისცემს.

„აუცილებელია, ადამიანმა გაიგო, რა თემებზე საუბრობენ კანდიდატები, რას სთავაზობენ. როგორც თქვენ ხართ თავისუფლები,სიმართლის მოყვარულები, დამოუკიდებლები და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლები ჩემი დაბადებიდან, წინაპრებიდანგამომდინარე ასევე ვარ მეც თავისუფალი, დამოუკიდებელი და სიმართლის მთქმელი. სიმართლის მთქმელი ნიშნავს, რომ მე ტყუილდაპირებებს არ მოგცემთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.