ახალი ამბები

არჩევნებს 111 ადგილობრივი და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკვირდება

საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს 111 ადგილობრივი ორგანიზაციის – 29 931 წარმომადგენელი და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1440 დამკვირვებელი დააკვირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
ცესკოს ცნობით, არჩევნებს ასევე დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი და საარჩევნო პროცესს 184 მედია-ორგანიზაციის 5368 წარმომადგენელი გააშუქებს.

8 ოქტომბერს საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის არჩევნები ტარდება. ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს პარლამენტის 150 დეპუტატი – აქედან 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 წევრი – მაჟორიტარული სისტემის მიხედვით.