ახალი ამბები

ლაგოდეხის აღკვეთილის ტურისტულ ინფრასტრუქტურზე აუქციონი გამოცხადდა

ცენტრი მოიცავს კაფეტერიას და სასტუმროს ნომრებს. როგორც Knews.ge-ს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი სულამანიძემ განუცხადა, ვიზიტორტა ცენტრის იჯარით გაცემის შემდეგ კერძო სექტორი შეიძენს საჭირო ავეჯს და ინვენტარს და დაასაქმებს დამატებით პერსონალს.
,,ქალაქ ლაგოდეხის ვაშლოვანის ქუჩა #197 –ში მდებარე ვიზიტორთა ცენტრი მოიცავს 3 ნომერს (1 ლუქსი აივნით და 2 ჩვეულებრივი ნომერი), 3 ჰოსტელის ტიპის ნომერს (თითოეულ ნომერს გააჩნია ინდივიდუალური სველი წერტილი და გათვლილია მინიმუმ 6 პერსონაზე), 1 ორკაციან ნომერს შშმ პირებისათვის, ასევე დახურულ კაფეტერიას 40 კაცზე და ღია ვერანდას (კაფეტერია) 20 კაცზე. ობიექტს გააჩნია ავტოსადგომი ცხელი წყლით და გათბობის სისტემა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ფონდ ქართუს და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) დახმარებით განხორციელდა სასტუმროს რეკონსტრუქცია– რეაბლიტაცია დაახლოებით 210 000 ლარის ფარგლებში. ამ დროისთვის სასტუმრო არის საუკეთესო მდგომარეობაში, თუმცა ავეჯის გარეშე. სწორედ ამისტომ გადაწყდა მისი აუქციონზე გატანაც. სასტუმრო კომერცულად საკმაოდ მომგებიან ადგილზეა, სადაც თავს იყრიან ვიზიტორები,”– განუცხადა Knews.ge-ს გიორგი სულამანიძემ.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ აუქციონი16 ივლისამდე გაგრძელდება. უწყების ცნობით, გამარჯვებული ვალდებული იქნება, დააზღვიოს სარგებლობაში გადაცემული ქონება სარგებლობის მთლიანი პერიოდის განმავლობაში და უზრუნველყოს გადაცემულ ქონებაზე საზოგადოებრივი წესრიგის, დასუფთავების და სახანძრო უსაფრთხოების დაცვა.