ახალი ამბები

ყვარელში 18 წლის ბიჭი მოკლეს

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მკვლელობას წინ ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება უძღოდა. მათივე განცხადებით, გარდაცვლილს დანით გულმკერდის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა, იგი ყვარლის საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფია მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა, ეჭვმიტანილი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.