ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობა” კახეთში მასწავლებლების პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის საჯარო სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს თანამდედობიდან, რადგან “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე “არა გაზპრომს” იმყოფებოდა. 
“განთავისუფლებულია ახმეტის რაიონის სოფელ მატნის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანდრე მარუქაშვილი. ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, სადაც ელექტრონულად რესურსცენტრი განათლების სამინისტროს სწერს, რომ ალექსანდრე მარუქაშვილი 2016 წლის 6 მარტს აქციაზე „არა გაზპრომს“ იმყოფებოდა და ამ ინფორმაციის საფუძველზე განათლების სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო. საბოლოოდ მარუქაშვილი გაათავისუფლეს. ეს მოხდა პლიტიკური ნიშნით”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა. 
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ასევე, საუბრობს ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მიერ პედაგოგებზე განხორციელებულ ზეწოლაზე .
“მეორე ფაქტია ის, თუ რა ქმედებებს ახორციელებს ყვარლის რაიონის რესურსცენტრი კოლეგების მიმართ. მან 24 სკოლის დირექტორს მისწერა, რომ მასწავლებლებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის აქტივობაში აქვთ ჩართვის უფლება და არავითარ შემთხვევაში სხვა პარტიის აქტივობებში, “- აღნიშნა ბოტკოველმა.