სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეფუტკრეობის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს ახორციელებს

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის მიზანი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მეფუტკრეობის პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა და  წარმოებული თაფლის მიკვლევადობის უზრუნველყოფაა.

მეფუტკრეობის სახელმწიფო პროგრამის პირველ ეტაპზე 98 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა  უკვე მიიღო 7588 სკა.

სახელმწიფო პროგრამის მეორე ეტაპზე 51 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს  3609 სკაგადაეცემა, 19 კოოპერატივი 19 ერთეულ თაფლის საწურს და, ჯამურად 41 800 ლიტრის მოცულობის  თაფლის შესანახ ჭურჭელსმიიღებს.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერისსახელმწიფო პროგრამაში ჩართული კოოპერატივების სკების აღრიცხვა-რეგისტრაცია ხორციელდება სკაზე შესაბამისი ნიშნის (სააღრიცხვო ბარათის) დამაგრებით,  როგორც მონაწილის საკუთრებაში არსებულ, ისე კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადაცემულ სკებზე. სკების აღრიცხვა-რეგისტრაცია ხელს შეუწყობს  მიკვლევადობას, უზრუნველყოფს ხარისხიანი და უვნებელი თაფლის წარმოებას.

პროგრამის მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისმიერ წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში უსაყიდლოდ მოწმდება საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში. სახელმწიფო პროგრამის მონაწილე იღებს  ტექნიკურ დახმარებასაც „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბერის  №714 დადგენილების ძირითადი მოთხოვნების დანერგვის მიმართულებით.

აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები ვალდებული არიან პროგრამის ფარგლებში გადაცემულ სკებში ფუტკრის ოჯახები 2018 წლის 1 იანვრამდე განათავსონ. 

სოფლის მეურნეობის სამინისტრო (R)