ახალი ამბები

კახეთში ამაღამ ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, დღეს ღამე აღმოსავლეთის ბარში ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაეცემა. ყინვა იყო გასულ ღამესაც, კახეთში ტემპერატურამ -7 გრადუსს მიაღწია. მათივე პროგნოზით, ყინვა შენარჩუნდება ხვალ ღამესაც და მოსალოდნელია -5 გრადუსი.
რაც შეეხება უახლოესი დღეების პროგნოზს, სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად, უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ხვალ ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება. 28-31 იანვარს ღამით 0 -3 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო დღისით ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე აიწევს.