ახალი ამბები

კახეთის კულინარიულ მემკვიდრეობას ევროპა გაიცნობს

პროექტი საერთაშორისო ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით უკვე მეორე წელია მიმდინარეობს საქართველოში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მულტინაციონალურია. პროექტი თვის ბოლოს დასრულდება.
საქართველოს მხრიდან პროექტს ახორციელებენ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი, ხოლო საერთაშორისო პარტნიორები კი არიან პოლონეთის, ჩეხეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის, მოლდოვას, ბელორუსიის და სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი თვითმმართველობები.
პროექტის მიზანია რეგიონული და ადგილობრივი პროდუქტების რეგისტრაციის კუთხით ადგილობრივი დარგთაშორისი პარტნიორობის მხარდაჭერა სოფლის დონეზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კულინარიული მემკვიდრეობის ხელშეწყობა.
პროექტი ფოკუსირებულია ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, თვითმმართველობაზე, ფერმერებსა და მოლდოვას და საქართველოს (კახეთი) ტურისტულ სექტორზე და მიზნად ისახავს ვიშეგრადის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. 
ვიშეგრადის ქვეყნებმა გააცნეს ევროკავშირის რეგისტრაციის სისტემის პრაქტიკა, რომელიც საშუალებას აძლევს ადგილობრივ პროდუქტებს, მოიპოვონ განსხვავებული ნიშა და პოპულარობა, ხოლო მწარმოებლები იყვნენ უსამართლო კონკურენციისგან დაცულნი. 
ამჟამინდელი გამოცდილება აჩვენებს, რომ კანონმდებლობის მიუხედავად საქართველოსა და მოლდოვაში ადგილობრივი პროდუქტების დარეგისტრირების ინიციატივა საკმაოდ იშვიათია. 
4-7 მარტს კულინარიული მემკვიდრეობის გაცნობის მიზნით კახეთს საერთაშორისო ექსპერტები ეწვივნენ. 
ექსპერტებმა კახური სამზარეულოს ტრადიციული კერძები დააგემოვნეს. 5 მარტს კი ახმეტის მუნიციპალიტეტში კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის ოფისში პროექტის შემაჯამებელი კონფერენციაც გაიმართა. 
პროექტი ფარგლებში 2014 წლის ივნისში სასტარტო შეხვედრა ჩიშინაუში გაიმართა. 
პროექტის მონაწილეებმა რეგიონულ და ადგილობრივ პროდუქტებზე სემინარები და პრეზენტაციები ჩაატარეს. 
2015 წლის სექტემბერში მონაწილეებმა უნგრეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთსა და პოლონეთში შეიძინეს პრაქტიკული ცოდნა ადგილობრივი და რეგიონული პროდუქტების შექმნასა და ხელშეწყობაზე, დააგემოვნეს ტრადიციული კერძები და გაეცნენ ადგილობრივ მეწარმეებს.
პროექტის განხორციელების შედეგად, წინასწარ შერჩეული მოლდოვური (თაფლის ძმარი, მცენარეული ლიქიორი) და ქართული (ტყლაპი, ხურმის ჩირი) პროდუქტებისთვის გამოქვეყნდა სარეგისტრაციო პაკეტი, რეგისტრაციის სახელმძღვანელო და ექსპერტთა რეკომენდაციები.