ახალი ამბები

ახალი რეგულაციები კვების პროდუქტების მწარმოებლებისთვის

სურსათის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში ახალი, დამატებითი რეგულაციები ამოქმედდება. სურსათის ეროვნული სააგენტომ ახალ რეგულაციებზე მუშაობა უკვე დაიწყო. როგორც სააგენტოში აცხადებენ, რეგულარული კონტროლის მიზნით შეიქმნება ბიზნესოპერატორთა ერთიანი რეესტრი და მათ სააგენტოს აღიარებისთვის 1 ივნისამდე უნდა მიმართონ.
ამავდროულად სავალდებულოა გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველი პროდუქტის ეტიკეტზე მითითება, მუშავდება რძის და რძის პროდუქტების, თაფლისა და თხილის სტანდარტები, ასევე შეიქმნება მსხვილფეხა საქონლის შესახებ ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზა.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, ახალი რეგულაციების ამოქმედების მიზანი კონკურენტუნარიანობის ზრდა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაა.