ახალი ამბები

თელავში მოკლული არჩილ მაისურაძის და პოლიციაში დაიბარეს

კახეთის სამხარეო პოლიციაში თელავში მოკლული არჩილ მაისურაძის და დაიბარეს. მაისუარძეს განცხადებით, მას საგამოძიებო უწყება რუსთავი 2-ის ეთერში ეკა კვესიტაძის გადაცემის გასვლის შემდეგ დაუკავშირდა. როგორც მოკლულის ოჯახის წევრი აცხადებს, მან არაერთხელ მოითხოვა მისი დაკითხვა, თუმცა საგამოძიებო ორგანოში ის მხოლოდ რეპოტაჟის გასვლის შემდეგ დაიბარეს: “დამირეკა გამომძიებელმა, ლევან ოქრუაშვილმა და მითხრა რომ უნდა დავეკითხე. რასთან დაკავშირებით იქნება საუბარი, ნამდვილად არ ვიცი. ალბათ, ოფიციალურ მოწმედ დამკითხავს. აქამდე არცერთი გამოხმაურება არ ყოფილა, არც ბატონ ლევანს უცდია კონტაქტზე გამოსვლა. მხოლოდ მე ვურეკავდი ხოლმე,“ – განაცხადა „რუსთავი2“-თან ინტერვიუში სალომე მაისურაძემ. არჩილ მაისურაძე 2014 წლის ივნისში თელავის ცენტრში ჩაცხრილეს.