ახალი ამბები

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 6,2 პროცენტით გაიზარდა

ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (27,7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (12,2 პროცენტი) და რძე, ყველი და კვერცხი (4,0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე (-3,8 პროცენტი);
რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვას, მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 4,8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,53 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (7,9 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (3,4 პროცენტი).
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 0,5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0,03 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნული ზრდა განაპირობა ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფზე ფასების 1,0-პროცენტიანმა მატებამ.