ახალი ამბები

მიხეილ მაჭავარიანი: პენსიების 10 ლარით ზრდაზე ბიუჯეტის პროექტში არაფერი წერია

მაჭავარიანმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლების პიარია. 
,,პარლამენტში პენსიების 10 ლარით მომატებასთან დაკავშირებით ქაღალდზე არაფერი წერია. შემოტანილ ბიუჯეტში აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ მოხდება პენსიების ზრდა სოციალურად დაუცველებზე. ვერსად ვერ ნახავთ სხვა ჩანაწერს. რაც შეეხება პენსიების 10 ლარით გაზრდის საკითხს, ჯერ უნდა გამოჩნდეს, რის ხარჯზე ხდება ეს და კონკრეტულად უნდა ვთქვა ისიც, რომ ეს 10-ლარიანი ზრდა არის ინდექსაცია. თუკი 2013 წლის 150 ლარს შევადარებთ 2015 წლის 150 ლარს, დოლარის ექვივალენტში ეს ერთი და იგივეა. საბოლოოდ ყველაფერი არის პიარი, იმიტომ, რომ ფინანსთა მინისტრი ვერ მოიტანს ვერც ერთ დოკუმენტს, სადაც წერია, რომ ათლარიანი ზრდა არის ამ ბიუჯეტით გათვალისწინებული”, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.