ახალი ამბები

ბაგა-ბაღებში ექიმის შტატს დაამატებენ

სააგენტოს კონსულტანტმა სურსათის უვნებლობის საკითხებში წარმოადგინა ანგარიში, სააგენტოს მიერ ბაგა-ბაღებში განხორციელებულ მონიტორინგზე. 
შეხვედრაზე იმ პრობლემებზე იმსჯელეს, რომლებიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვთა დაავადებების ადრეულ სტადიაში დიაგნოსტიკასა და მათ პრევენციას შეეხებოდა. 
კომისიების წევრების განცხადებით, ბაგა-ბაღებში ექიმის შტატის დამატებით, გრძელვადიანი ეფექტის მიღწევა გახდება შესაძლებელი. არსებობს მთელი რიგი დაავადებები, რომელთა დიაგნოსტიკა შესაძლებელია 2- დან 5 წლამდე და დროული მკურნალობა შესაძლებელს გახდის მათ სრულად აღკვეთას.