თელავის სოფლებს სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდება

თელავის სოფლების მოსახლეობას დაბინძურებული წყალი მიეწოდება. სურსათის ეროვნული საგენტოს მიერ სასმელი წყლის ლაბორატორიულ­მა კვლევამ აჩვენა, რომ თელავის რამდენიმე სოფელში, შალაურში, წინანდალში, კისისხევში, რუისპირში, ქვემო ხოდაშენსა და ართანაში წყალი, რომელსაც მოსახლეობა სასმელად იყენებს,კოლიფორმებს შეიცავს.