ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე გამოძიება 10 თვეა დუმს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ტრაგიკულად გარდაცვალებული ხანუმ ჯეირანოვას საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია. სწორედ გამოძიების გაჭიანურებამ და სამართალდამცავთა გულგრილობამ ტრაგიკულად გარდაცვლილი ქალის მეუღლე, აჯი გასანოვი იქამდე მიიყვანა, რომ აფკან გუსეინოვს ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა.