ახალი ამბები

თელავში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარედ გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

თელავში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარედ გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევის დროს ასევე დაშავდა ორი ახალგაზრდა კაცი. ექიმების თქმით, ერთ-ერთ მათგანს, სხეულის მძიმე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული და საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, კვების ობიექტის მშენებლობაზე დასაქმებული 4 მამაკაცი, ღამის საათებში კოტეჯში იმყოფებოდა. მათ უკვე ეძინათ, როდესაც შეშის ღუმელიდან ცეცხლი გაჩნდა. ერთ-ერთმა ხანძრიდან გამოსვლა შეძლო და ერთი ადამიანის გამოყვანაც მოახერხა, ორი კი ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილები თელავის მუნიციპალიტეტში ქართლის რეგიონიდან სამუშაოდ იყვნენ ჩასულები და მუშებად მუშაობდნენ.