ახალი ამბები

ლაგოდეხში კორონავირუსი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს დაუდასტურდა

ლაგოდეხში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.

covid-19,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ახალსოფლის ჯგუფის უფროსს დაუდასტურდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი,შუა ხნისაა და ის ლაგოდეხში, 10 სექტემბერს, აჭარიდან ჩავიდა.

ეპიდემილოგების განმარტებით, მას სასაზღვრო პოლიციის ადგილობრივი სამმართველოს თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაინფიცირებული პირი, თბილისში, სპეციალიზირებულ კოვიდ კლინიკაში გადაიყვანეს.

,, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის
დეპარტამენტის ლაგოდეხის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

თანამშრომლის ტესტის პასუხები 12 სექტემბერს გახდა ცნობილი. მესაზღვრე ბათუმიდან 10 სექტემბერს დაბრუნდა, თუმცა, კუთვნილი შვებულებით სარგებლობის გამო, არ გამოცხადებულა სამუშაო ადგილზე და შესაბამისად, სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია.
ინფიცირებული თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას”, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

აღნიშნულ საკითხზე განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში დღეს გაკეთდება.