knews.ge აცხადებს ვაკანსიას ჟურნალისტის პოზიციაზე

პოზიცია: რეპორტიორი

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 ნოემბერი, 2019

სამუშაოს დაწყების თარიღი: 1 დეკემბერი

სამუშაო ადგილი: თელავი, საქართველო

ვაკანსიის მოკლე აღწერა

www.knews.ge ამჟამად ეძებს რეპორტიორებს,  რომელიც პასუხისმგებელი იქნებიან მოამზადონ ჟურნალისტური ნამუშევრები ვებ გვერდისთვის და მისი სოციალური მედიის არხებისთვის.

განმცხადებლებს უნდა აინტერესებდეთ რეგიონში და საქართველოში  მიმდინარე მოვლენები და კარგად ესმოდეთ აუდიტორიის ინფორმირების მნიშვნელობა, უნდა გააჩნდეთ პროფესიული უნარ-ჩვევები და ფლობდნენ ცოდნას ჟურნალისტური სტანდარტების შესახებ. ასევე კარგად უნდა ესმოდეთ ამ სტანდარტების მნიშვნელობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ სამსახურის მაძიებლებს, ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის, მისი მნიშვნელობის და სურთ მუშაობდნენ გამოცემაში, რომლის ამოცანაც მოქალაქეების კარგად ინფორმირებაა.

განმცხადებელს უნდა  აინტერესებდეს ახალი მედია და მისი ტექნოლოგიები. უნდა ჰქონდეს ოპერატიულად მუშაობის უნარი, მათ შორის, ექსტრემალურ პირობებში.

დაინტერესებულმა პირებმა მოტივაციის წერილი რეზიუმესთან   ერთად უნდა გააგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: kakhetiskhma@yahoo.com ელ-ფოსტის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება: “knews.ge რეპორტიორი – 2019”

განაცხადების მიიღების ბოლო დღეა  2019 წლის 20  ნოემბერი

კახეთის ხმა თავად დაუკავშირდება შერჩეულ განმცხადებლებს და მიიწვევს მათ გასაუბრებაზე.

 www.knews.geის შესახებ:

არის ონლაინ გამოცემა, რომელიც შპს „კახეთის ხმამ“ დაარსა 2010 წელს.  გამოცემის მიზანია, ინტრენეტის მომხმარებელს მიაწოდოს ფაქტებზე დაფუძნებული ახალი ამბები და მოვლენების ანალიზი.

შპს კახეთის ხმა” არის 2002 წელს  დაფუძნებული კომპანია, რომელიც გამოსცემდა  ყოველკვირეულ დამოუკიდებელ გაზეთს – „კახეთის ხმა” . ამჟამად კომპანია მედია ბაზარზე ორი საინფორმაცია პროდუქტითაა წარმოდგენილია. ესენია:   knews.ge agromedia.ge initiative.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *