1. თელავმა ახალგაზრდულ ფესტივალს უმასპინძლა

თელავში, ახალგაზრდული ფესტივალი „თანატოლები თანასწორობისთვის“ გაიმართა. ღონისძიების მიზანია ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და განვითარების ხელშეწყობა, გენდერული თანასწორობის დამკვიდრება მათი განათლების გზით. 

1. გურჯაანელი ძალოსანი ევროპის ჩემპიონი გახდა

გურჯაანელმა ლევან გილიგაშვილმა, ჩეხეთის ქალაქ პილსენში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძალისმიერ სამჭიდში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის რეკორდსმენი გახდა.

1. 3 მაისს კახეთში მსოფლიო რბენა დაიწყება

საქართველო მსოფლიოსთან ერთად კვლავ ირბენს მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება – მსოფლიო რბენა 3 მაისს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით უკვე მეორედ გაიმართება.

1. თელაველი მერაბ არავიაშვილი მუშტებზე აზიდვაში მსოფლიო რეკორდსმენი გახდა

20 წლის თელაველმა მერაბ არავიაშვილმა მუშტებზე აზიდვაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან ერთი წუთის განმავლობაში 105 მოძრაობა შეასრულა და ამერიკელი ბობი ნატოლის შედეგი გააუმჯობესა. 

1. ველომოგზაური ნოდარ ბერიძე სიღნაღს ეწვია

საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ყველა ერთისათვის“ წარმომადგენელი, ველომოგზაური ნოდარ ბერიძე სიღნაღს ეწვია. ველოტურის – „საქართველო მშვიდობისთვის“ ფარგლებში, რომელიც 25 თებერვლიდან 25 მარტამდე გაგრძელდება, საქართველოს, მათ შორის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საზღვრებს მოიცავს.

1. თელავის მერია შშმ სპორტსმენების ინტეგრაციისთვის 15 000 ლარს დახარჯავს

ქალაქ თელავის მერია 2015 წლის ბიუჯეტიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენთა შესაბამისი აღჭურვილობის შეძენის მიზნით, 15 000 ლარს დახარჯავს.

1. თელავში მოჭადრაკე თამარ ხმიადაშვილის სახელობის ორდღიანი ტურნირი გაიმართა

ტურნირში როგორც თელავის განახლებულ საჭადრაკო კლუბ „თამარის“ წევრები, ასევე სახელოვანი მოჭადრაკეები თბილისიდან, გორიდან, ლაგოდეხიდან, სიღნაღიდან, გურჯაანიდან და საგარეჯოდან მონაწილეობდნენ. 

1. საგარეჯოში სპორტული მარათონი გაიმართა

საგარეჯოში, მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლების ანჯელინა დოროშისა და ანეკე ვალკის ინიციატივით, ორ ასაკობრივ ჯგუფში, სპორტული მარათონი ჩატრდა. მარათონის ინიციატორის თქმით, სარბენი ტრასა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი ნინოწმინდიდან ქალაქ საგარეჯოს ცენტრამდე იყო განსაზღვრული. […]