ვინ გაასხვისა ვაზისუბანში სულხან ჭავჭავაძისეული მამული და რომანოვების ისტორიული სასახლე ფარულად

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, სულხან ჭავჭავაძისეული მამული და რომანოვების ისტორიული სასახლე ფარულად გაიყიდა. ინფორმაციას ისტორიული მნიშვნელობის შენობის გაყიდვაზე მუნიპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში არ ფლობენ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით კი, ტერიტორია ისე გასხვისდა, მათთვის აზრი არავის უკითხავს.
შენობა საუკუნეზე მეტია სოფელ ვაზისუბანში მდებარეობს. მოსახლეობამ არ იცოდა, რომ ორ საუკუნეზე მეტი ხნის შენობა გასხვისებულია და მას კერძო მესაკუთრე ჰყავს. აღნიშნულ ტერიტორიას შპს „ვაზისუბნის მამული“ ფლობს, სადაც წილის თანაბარი მფლობელები ბიზნესმენები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან. ადგილობრივები შიშობენ, რომ შენობა მალე უცხოელზე გაიყიდება, რომელიც შემდეგ ისტორიულ შენობას გაანადგურებს.

1. სიღნაღში ზინაიდა ქუფარაშვილის გამოფენა გაიხსნა

სიღნაღში, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში, მხატვარ-რესტავრატორის, ზინაიდა ქუფარაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. გამოფენა მისი ხსოვნის საპატივსაცემოდ გაიმართა.

1. თელავში ანსაბლ სუხიშვილების საიუბილეო კონცერტი ჩატარდა

თელავში, ქალაქის მერიის მხარდაჭერით, ცეკვის ანსაბლმა სუხიშვილებმა საიუბილეო კონცერტი გამართეს. მათ, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრის სცენაზე წარმოადგინეს საიუბილეო შერეული პროგრამა, რომელშიც გაერთიანდა ანსამბლის არსებობის მანძილზე დადგმული საუკეთესო ნომრები, როგორც კლასიკური ისე თანამედროვე ინტერპრეტაციით. 

1. თბილისში ტორესა მოსის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

ახალგაზრდა თელაველი მწერლის, ტორესა მოსის შემოქმედებითი საღამო, შეხვედრების ციკლ “ფიქრის საბა-ბის” ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე, მწერალმა თავის პირველ წიგნზე “სიბრძნე სიცრუისა” ისაუბრა.

1. თესაუს რექტორობის კანდიდატების რეგისტრაცია 5 მარტიდან დაიწყება

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია 5 მარტიდან დაიწყება და 12 მარტს დასრულდება. 

1. თესაუში ორი ახალი სადოქტორო პროგრამა ამოქმედდება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამებს „ტექსტოლოგია და გარემოთმცოდნეობასა“ და „კომპიუტერულ მეცნიერებას“ აკრედიტაცია მიანიჭა.

1. თელავის თეატრში განათლებისა და დასაქმების გამოფენა ,,მომავალი შენია’’ გაიმართა

თელავის სახელმწიფო თეატრში, განათლების გამოფენა სახელწოდებით ,,მომავალი შენია’’ გაიმართა, რომელიც ბიბერახი-თელავის პარტნიორობის კომიტეტის ინიციატივით ჩატარდა. გამოფენაში კახეთის 4 მუნიციპალიტეტის: თელავის, გურჯაანის, ყვარლისა და ახმეტის განათლებისა და დასაქმების სფეროში მომუშავე რამდენიმე ათეულმა ბიზნეს კომპანიისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმოამდგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

1. თელავის მერიაში ახალგაზრდული ინიციატივები განიხილეს

,,თელავი ელენე ახვლედიანის მშობლიური ქალაქია და გვინდა, ეს თემა ქალაქის ვიზუალის ერთ-ერთ წამყვან თემად ვაქციოთ. ეს არის იდეა. ძალიან დიდი შემოქმედებითი მუხტი და სერიოზული შრომა გვჭირდება.“, – აღნიშნა ია ანთაძემ ახალგაზრდებისადმი მიმართვაში. ­

1. თელავში ოსკარზე წარდგენილი ფილმების კინოჩვენება მიმდინარეობს

ოსკარის დაჯილდიების ცერემონიალამდე მსურველებს ყოველდღიურად ერთი ნომინანტი ფილმის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ.  ფილმის ჩვენება 4 საათზე, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართება.

1. ხვალ თელავში განათლების გამოფენა გაიხსნება

14-15 თებერვალს ბიბერახი-თელავის პარტნიორობის კომიტეტის  ინიციატივით, გაიმართება განათლებისა და დასაქმების გამოფენა „მომავალი შენია“, რომელიც ეფუძნება კავკასიის ქალაქების ქსელის პროგრამას  ბიბერახის / Germany და თელავის / Georgia, პარტნიორობის პროექტის ფარგლებში.