ახალი ამბები

თელავის ერთ-ერთი სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი – გავრცელებული ინფორმაცია ძალიან გაზვიადებულია

თელავის ერთ-ერთი სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი, რომელიც სავარაუდოდ მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა, აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია გაზვიადებულია.

ის სკოლის დისციპლინარული კომიტეტის დასკვნას ელოდება.
“ფაქტი ძალიან გაზვიადებულად არის წარმოჩენილი. ველოდები რა დასკვნას დადებს სკოლის დისციპლინარული კომიტეტი”, – განუცხადა knews.ge-ს ბიოლოგიის მასწავლებელმა.

ცნობისთვის, თელავის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებელი მოსწავლეს სავარაუდოდ ფიზიკურად გაუსწორდა. ფაქტს ადასტურებს სკოლის დირექტორი. მისი განცხდებით, შემთხვევა, რომელიც საგაკვეთილო პროცესზე მოხდა, სათვალთვალო ვიდეო კამერებმაც დააფიქსირა.

დირექტორმა ფაქტის შესწავლის მიზნით სკოლის დისციპლინურ კომიტეტს უკვე მიმართა.