ახალი ამბები

თელავის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელმა მოსწავლე სცემა

თელავის #1 საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებელი მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა. ფაქტს ადასტურებს სკოლის დირექტორი.

მისი განცხდებით, შემთხვევა, რომელიც საგაკვეთილო პროცესზე მოხდა, სათვალთვალო ვიდეო კამერებმაც დააფიქსირა.

“შემთხვევა 22 იანვარს საგაკვეთილო პროცესზე მოხდა. კამერებმა დააფიქსირეს, მასწავლებელი როგორ ეხება ფიზიკურად ბავშვს. ამ ყველაფერს ჩემი თვალით შევესწარი”, – აცხადებს სკოლის დირექტორი.
მისივე თქმით, მან უკვე დაწერა წარდგინება და ფაქტის შესწავლის მიზნით სკოლის დისციპლინურ კომიტეტს მიმართა.

ბიოლოგიის მასწავლებელი მედიასთან საკითხის კომენტირებას თავს არიდებს.