სიღნაღში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში საპროექტო წინადადების ავტორებთან სამუშაო შეხვედრა იგეგმება

სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში საპროექტო წინადადების ავტორებთან სამუშაო შეხვედრა იგეგმება, რომლის მთავარი მიზანი მათ მიერ წარმოდგენილი პროექტების განხილვა იქნება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას მერიის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
„იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პროექტის ავტორი ვერ შეძლებს შეხვედრაზე დასწრებას, მისთვის დაინიშნება ალტერნატიული დღე, რომელიც წინასწარ დაანონსდება მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტი სამ ზონად დაიყო, რომლებსაც კოორდინატორები ჰყავს. სამივე ზონაში მცხოვრებლებისთვის შეხვედრები დღეს გაიმართება.
სამოქალაქო ბიუჯეტი დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, ამიტომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ მის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალება მისცა, მონაწილეობა მიიღონ ბიუჯეტის დაგეგმვაში’’,- განუცხადეს knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.
სამოქალაქო ბიუჯეტის შემუშავების პროექტი ხორცილედება პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთს განვითარების თანამშრომლობის პროგრამისა და სოლიდარობის ფონდი PL საქართველოს ხელშეწყობით

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *