,,რთველი 2019″- საკოორდიანციო შტაბში, ღვინის მწარმოებლები რეგისტრაციის გავლას დღეიდან ონლაინ რეჟიმშიც შეძლებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, რთველის შტაბის ხელმძღვანელთან ერთად შეხვდა და ვენახების კადასტრის პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

რთვლის შტაბის ხელმძღვანელის, ლევან მეხუზლას განცადებით, ერთ ჰექტარზე, 10 ტონის ზევით რაოდენობის მოსავალი, ჯიშურ ღვინის მასალად ჩაითვლება.

მისივე ინფორმაციით, წელს კახეთში რეკორდულ მოსავალს 250 ათას ტონა ყურძენს ელოდებიან, რამაც შესაძლებელია თეთრ ყურძენზე მეწარმეების მხრიდან მოთხოვნის შემცირება გამოიწვიოს.

,,ღვინის კომპანიებს დღეიდან შესაძლებლობა აქვთ, თელავში გახსნილ საკორდიანციო შტაბში და ასევე ონლაინ რეჟიმში გაიარონ რეგისტრაცია. განსაზღვრულია, რომ ერთი ჰექტრიდან 10 ტონაზე მეტი რაოდენობის ჩასაბარებელი ყურძენი შეფასდება, როგორც ჯიშური ღვინოს მასალა.

გარდა ამისა, შპს ,, აკურას”, საჭიროების შემთხვევაში, შესყიდვისა და რთველში ჩართვის უფლების მინიჭების მიზნით, სახელმწიფო კრედიტის სახით 20 მილიონ ლარს გამოუყოფს,” – განაცხადა ლევან მეხუზლამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ფასებთან დაკავშირებით, ბოლო დროს არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული და წელს ყურძნის ფასი დაბალი არ იქნება.

რთველი კახეთში, რამდენიმე დღეში, დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *