ახალი ამბები

,, რუსთავი 2″ კახეთის ბიუროს ჟურნალისტმა დატოვა

„რუსთავი 2″-დან რეგიონული ჟურნალისტებიც მიდიან.

კურიერი კახეთის ბიუროს ჟურნალისტმა, ია გულიაშვილმა დატოვა.

,, ათი წელია, მის გარეშე არ მიცხოვრია, არ მიმიტოვებია, არ მივუტოვებივარ. ვემშვიდობები ჩემს სახლს, საიდანაც ჯერ კიდევ 2015 წელს ცდილობდა მისი მფლობელი ხალვაში ჩემს გაგდებას. მშვიდობით არა, ნახვამდის,– წერს ია გულიაშვილი სოციალურ ქსელში.

ია გულიაშვილი ტელეკომპანიაში 2009 წლიდან მუშაობდა.