ლაგოდეხში 7 ჰექტრამდე ტერიტორია იწვის

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ხანძარია.

ცეცხლი დაახლოებით 7 ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკიდია.

ამ დროისთვის ხანძრის ჩაქრობას 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 15 მეხანძრე-მაშველი ცდილობს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, ხანძარი დასახლებული პუნქტთან ახლოს არის, თუმცა მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ცეცხლის ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება.

 

ნიკოლოზ ესიტაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *