ქურდობის ფაქტზე დედოფლისწყაროში 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ავტომობილის გაქურდვის ბრალდებით, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი: 1980 წელს დაბადებული, ე.უ. და 1998 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დედოფლისწყაროში ერთ-ერთი მოქალაქის ავტომობილი გაქურდეს, საიდანაც აკუმულატორი და მაგნიტოფონი მოიპარეს, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ.

,,პოლიციამ ორივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს”, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *