ახალი ამბებითვითმმართველობა

სიღნაღში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში საინფორმაციო კამპანია დასრულდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში საინფორმაცია კამპანია დასრულდა. 
როგორც knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, სოფელ ტიბაანში სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს კოორდინატორი მაია ბიძინაშვილი, საბჭოს წევრთან ია პაპუაშვილთან ერთად, ახალგაზრდებს შეხვდა და პროექტების წერის სპეციფიკა გააცნო.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს იდეის ჩამოყალიბება, პრობლემების დანახვა და პროექტისთვვის საბოლოო სახის მიცემა წარმოადგენდა.

,,სამოქალაქო ბიუჯეტი დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, ამიტომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში და მათთვის მნიშვნელოვანი პროექტები წარმოადგინონ. საპროექტო წინადადებების მიღება 16 აგვისტომდე გაგრძელდება”,– აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.
სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტი ხორცილედება, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განვითარების თანამშრომლობის პროგრამისა და სოლლიდარობის ფონდი PL საქართველოს ხელშეწყობით.