ახალი ამბები

სოფელ გულგულაში 11 წლის მოზარდი ალაზნის სარწყავ არხში დაიხრჩო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში, ალაზნის სარწყავ არხში 11 წლის მოზარდი დაიხრჩო. მაშველებმა არხიდან მისი ამოყვანა მოახერხეს.

სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის ინფორმაციით, მოზარდი თითქმის 2 საათის გარდაცვლილი იყო და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფლიდან საბანაოდ არხზე 3 არასრულწლოვანი იმყოფებოდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.