ახალი ამბები

ახმეტაში დაშავებული ტურისტი მძიმე ტრამვებით თბილისშია გადაყვანილი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუმელაურთაში უცხოელი ტურისტი დაშავდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ დაშავებულ ტურისტს მეხანძრე-მაშველები დაეხმარნენ და ტურისტი მათ მთიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფთან დროულად ჩაიყვანეს.

ექიმების განმარტებით, 30 წლის ირანის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე და დაშავებულის სახმელეთო ტრანსპორტირება, საფრთხეს შეუქმნიდა მის სიცოცხლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ტრავმების სიმძიმის, რთული რელიეფის და დიდი მანძილის გამო, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო უწყების სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

,,ომალოს მიმართულებით, სადაც დაშავებული ტურისტი იმყოფებოდა, თბილისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გავიდა განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი. ტურისტი გადმოყვანილია თბილისში, სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ”,-აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.