ახალი ამბები

თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელი სასამართლომ გაამართლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი, ნიკოლოზ შარვაშიძე გაამართლა. პოლიცია მას 20 ივნისის ღამეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში: დაუმორჩილებლობასა და პოლიციისადმი წინააღმდეგობაში სდებდა ბრალს.

ნიკოლოზ შარვაშიძე იხსენებს, რომ ის გამთენიისას დააკავეს, როცა აქცია თითქმის დაშლილი იყო. მისივე თქმით, დაკავებისას პოლიციელებმა გადაამეტეს თავის უფლებამოსილებას და დაკავებულ ყველა მოქალაქეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

,,მე გამთენიისას დამაკავეს, როცა აქციის დიდი ნაწილი დაშლილი იყო. მაშინ აქციის სხვა მონაწილეებს და ჩემს მეგობარს ვეხმარებოდი, რომელიც გაზით იყო მოწამლული.

ამ დროს დაიწყო შტურმი, შემოცვივდნენ პოლიციელები და განურჩევლად ყველა მომიტინგეს, აშავებდა თუ არა რამეს, უსწორდენოდნენ ფიზიკურად. ისინი დაკავებულებს გვაყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას და მათ გადაამეტეს ძალას. მაშინ მივიღე ფიზიკური დაზიანებები.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა, სადაც დაუმორჩილებლობასა და პოლიციისადმი წინააღმდეგობაში მდებდნენ ბრალს. სასამართლომ მტკიცებულებების არარსებობის გამო გამამართლა და საქმე შეწყვიტა”,- განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ შარვაშიძემ.