ახალი ამბები

სოფელ ვეჯინში საცხოვრებელი სახლი იწვის

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში საცხოვრებელი სახლი იწვის.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან გურჯაანისა და თელავის სახანძრო- სამაშველო სამსახურები და პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია საოჯახო ტექნიკა და ავეჯი.