ახალი ამბები

,,მიმინოს” აეროპორტით უცხოელი ინვესტორი დაინტერესდა

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ინფორმაციით, „მიმინოს“ აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების განხორციელებით უცხოელი ინვესტორი დაინტერესდა.
უნივერსიტეტში, რომლის ბაზაზეც არის თელავის აეროპორტი, განმარტავენ, რომ აღნიშნულ საკითხზე ამ დროისთვის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია, თუმცა საბოლოო თანამშრომლობის გაფორმებისთვის უცხოელ ინვესტორს საქართველოში ელოდებიან.
,,ინვესტორმა აეროპორტის საერთაშორისო სტანდრატებთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა უზრუნველყოს. აეროპორტის მოდერნიზაციას რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დასჭირდება”,- განაცხადეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, თელავის აეროდრომის როგორც აეროპორტის ამუშავება, ერთ-ერთი დიდი სტიმული იქნება ტურიზმის განვითარებისთვის.  მისი თქმით, შიდა ფრენების დაწყება შეამოკლებს გზას და რეგიონს განავითარებს.
“მიმინოს” ახლაც შეუძლია კერძო ფრენების მიღება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ შესაბამისი არცთუ ისე დიდი ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, ის ჩარტერული რეისების მიღებასაც შეძლებს და შიდა ფრენებსაც განახორციელებს. აეროპორტის ამუშავება რეგიონს დიდ სარგებელს მისცემს”, განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ამავე თემაზე იხილეთ ვრცელი მასალა: