ახალი ამბები

ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა

შინაგან საქმეთა სამიმისტროს წინასწარი ინფორმაციით, თელავის რაიონში, ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ომალოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა.

როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 სამაშველო ეკიპაჟი.
უწყების ინფორმაციითვ, ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან, ასევე, გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი.
ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზიდან ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები.