ახალი ამბები

პროკურორი ყანდაურაში მომხდარ სერიულ მკვლელობაზე – საქმეში ახალი მტკიცებულებებია

თელავის რაიონულ სასამართლოში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობის საქმის წინა სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
პროკურორი ვლადიმერ ბექაშვილი აცხადებს, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობას საქმის შეწყვეტის შესახებ არ ეთანხმება, რადგან საქმეში არსებობს სხვა ახალი მტკიცებულებები.
პროცესზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძის ადვოკატი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის ბათილად ცნობას და დაკავებულების გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.
უფლებადამცველი გილერი ენდელაძე განმარტავს, რომ საქმის მასალებში, როგორც ომარ გამყრელიძის, ასევე მისი შვილიშვილის წინააღმდეგ არც ერთი დასაბუთებული მტკიცებულება არ არსებობს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ცოლის, შვილის, რძლისა და ორი ნათესავის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს აღნიშნული დანაშაულის ჩადენას აღარ ედავებიან.
როგორც გამყრელიძის ადვოკატმა, გილერი ენდელაძემ განაცხადა, ბრალი დაზუსტდა და ახლა უკვე ომარ გამყრელიძეს გამოძიება არა მკვლელობაა, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავება.
სოფელ ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. მაშინ 85 წლის ომარ გამყრელიძეს შვილის, რძლის და ორი ნათესავის მოკვლა ედებოდა ბრალად. გამოძიების ინფორმაციით, მან ასევე 76 წლის მეუღლეს თავის არეში ესროლა. დაშავებული ქალი თვეზე მეტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და ერთი კვირის წინ გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის ერთ-ერთ შვილს, ნოდარ გამყრელიძეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. შვილიშვილი კი მომხდარიდან რამდენიმე დღეში, იარაღის უკანონო შეძენა- შენახვის ბრალდებით დააკავეს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი