ახალი ამბები

მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სამუშაოების გამო თელავის 8 სოფელს გაზმომარაგება შეუწყდება

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის თელავი-გურჯაანის მონაკვეთზე, სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, დაგეგმილი სამუშაოების გამო თელავის 8 სოფელს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდებათ.

,,26 ივლისს, 06:00 საათიდან – 15:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს: აკურას, ვანთას, ბუშეტს, ქვემო ხოდაშენს, წინანდალს, კონდოლს, კისისხევს და ნასამხრალს.

სამუშაოების დასრულებისთანავე აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას აღუდგება ბუნებრივი აირის მიწოდება”,- აცხადებენ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში.