ახალი ამბები

გურჯაანის ცენტრში მდებარე ცხრასართულიანი სასტუმროს მშენებლობა შესაძლოა განახლდეს

გურჯაანის ცენტრში მდებარე ცხრასართულიანი სასტუმროს მშენებლობის განახლება იგეგმება.

არქიტექტურულ-დაგეგმარებითი დავალების მოთხოვნით შენობის მეპატრონემ, ზურაბ ფერიშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას უკვე მიმართა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ მშენებლობას და სასტუმროს მართვას უცხოური ბრენდი „ბესტ ვესტერნი“ განახორციელებს.

მერიაში ამბობენ, რომ მეპატრონე თანხმობას შესაბამისი დოკუმენტაციის წრადგენის შემდეგ მიიღებს. გურჯაანის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, კოტე ბერიძიშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროა გეოლოგიური ედა ასევე ექსპერტის დასკვნა, რადგან შენობა წლებია მიტოვებულია.

ნიკოლოზ ესიტაშვილი