ახალი ამბები

სოფელ ვეჯინში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ერთ- ერთი ავტომობილის მძღოლი დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.