ახალი ამბები

თუშეთის გზაზე გარდაცვლილი კაცის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა

თუშეთის გზაზე, ჰესის მშენებლობაზე გარდაცვლილი კაცის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, ერთ-ერთი ვერსიით, მუშას თხევადი აირის ბალონი დაეცა.

კაცი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

მომხდარის გამო, ამ დრომდე ჰესზე მიმდინარე სამუშაოები შეჩერებულია.

ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.