სამოქალაქო განვითარების ასოციაციასა და ლაგოდეხის მერიას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასა (საგა) და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი.

როგორც სამოქალაქო განვითარების ასოციაციაში განმარტავენ, შეთანხმება ითვალისწინებს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ენერგოეფექტურობა – გარემოს მდგრადი განვითარებისთვის” ფარგლებში თანამშრომლობას.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ენერგოეფექტური სისტემების დანერგვას, სათბური გაზების ემისიების შესამცირებლად სწორი პოლიტიკის განსაზღვრას.

პროექტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ასევე ემსახურება ,,მერების შეთანხმებას კლიმატისა და ენერგეტიკისათვის”-მდგრადი ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავებას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *