ახალი ამბები

გურჯაანში კოსმოს პროდუქციის პრეზენტაცია გაიმართება

გურჯაანში კოსმოს პროდუქციის პრეზენტაცია და გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, პრეზენტაციაზე გამოიფინება კოსმოს ხელნაკეთი აქსესუარები, დაინტერესებული პირები გაეცნობიან ინფორმაციას კოსმოს გუნდის შესახებ, ასევე შეეძლებათ პროდუქციის ადგილზე დათვალიერება და შეძენა.

ღონისძიება გაიმართება 11 ივლისს გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში. 16:00 საათზე დაიწყება გამოფენა-გაყიდვა,  პრეზენტაციის დასაწყისი: 18:00 საათი,  ღონისძიების დახურვა: 20:00 საათი.