არჩევნებიახალი ამბები

არჩილ თალაკვაძე- ნულოვანი ბარიერი რეალურ შანსს აძლევს პოლიტიკურ პარტიებს

გამოჩნდა, რომ ნულოვანი ბარიერი რეალურ შანსს აძლევს პოლიტიკურ პარტიებს -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო რეფორმის საკითხზე კომენტირებისას ლოპოტაზე განუცხადა.
მისივე თქმით, ნულოვანი ბარიერი მხოლოდ ერთ პარტიას არ აწყობს და ეს ცნობილია.

„გამოჩნდა, რომ ეს ბარიერი რეალურ შანსს აძლევს პოლიტიკურ პარტიებს. ერთადერთი, ვისაც შეიძლება ეს იდეა არ მოსწონდეს, არის ის პოლიტიკური ჯგუფი, ვინც ცდილობდა ამ წლების განმავლობაში, რომ ოპოზიციაშიც ჰქონოდა ექსკლუზივი.

დარწმუნებული ვარ, სამუშაო პროცესის შემდეგ იქნება მიღებული კონკრეტული, შეთანხმებული გადაწყვეტილება“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, უმრავლესობის პოზიციაა, რომ დაფინანსებაც ყველა რეალურ პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს.

„ჩვენი ხედვა არის ის, რომ დაფინანსების სისტემა უნდა იყოს სამართლიანი და ის უნდა ჰქონდეს ყველა რეალურ პოლიტიკურ პარტიას. ვფიქრობ, ქართულმა ოცნებამ“ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერით.

ჩვენი სურვილია, რომ სამუშაო პროცესში ჩაერთონ პოლიტიკური პარტიები. არის მნიშვნელოვანი საკითხები გარდა ნულოვანი ბარიერისა და პროპორციული არჩევნებისა, რომელიც ეხება კამპანიების მენეჯმენტს, დაფინანსების საკითხს, არჩევნების დღეს და ა.შ. ე

უთოს რეკომენდაციების თოთოეულ საკითხზე, რაც ფაქტობრივად ფარავს ყველა თემას, რომელიც აინტერსებს პოლიტიკურ პარტიებს, ვგეგმავთ ღია დისკუსიებს, სადაც ყველა პარტიას ექნება საშუალება თავისი წინადადებები დააყენოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.