ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავში მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

თელავში მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე თანამშრობლობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, მისი გადაჭრის შესაძლებლობებზე, სამომავლო პარტნიორობის გზესა და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებისთვის საჭირო აქტივობების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

,,სიდას’’ კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი ირინა ურუშაძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ადგილობრივ გამოწვევებზე, მდგრადი განვითარების მიზნებზე, რა გავლენა აქვს მას ადგილობრივ განვითარებაზე და რა როლი აქვს თითოეულ სექტორს ამ მიზნების მიღწევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის მდგრადად განვითარებისთვის რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს.

,,შეხვედრის მონაწილეებს გავაცანით გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საქმიანობა, რომლის ადგილობრივ სამდივნოს წარმოდგენს ,,სიდა“. გლობალური შეთანხმება, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას.

მისი მიზანია ქვეყანაში მომუშავე ბიზნესკომპანიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობის გაღრმავება და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობა’’,- განუცხადა “კახეთის ხმას” ირინა ურუშაძემ.

შეხვედრა გაიმართა პროექტის ,,ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში” ფარგლებში შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.